KAISER EPILATION

ვაკანსია: SMM სპეციალისტი
ვაკანსიის შესახებ
ვეძებთ სმმ-კონტენტ-სპეციალისტს, რომელიც გამოაცოცხლებს ჩვენს სოციალურ ქსელებს. სურვილი გვაქვს ჩვენს გუნდს შემოუერთდეს ადამიანი, რომელიც არამარტო დაამონტაჟებს ვიდეოს და განათავსებს სოციალურ ქსელებში, არამედ თვითონ შეიმუშავებს კრეატიულ იდეებს, ერკვევა სოციალური ქსელების ალგორითმების დეტალებში, მუდმივად იმყოფება ძიების და სწავლების პროცესში. დაინტერესების შემთხვევაში გაეცანით პირობებს, შეავსეთ ანკეტა და გამოგვიგზავნეთ თქვენი პორტფოლიო და CV ჩვენს იმეილზე: [email protected].


მოვალეობები:

- სოციალური ქსელების კონტენტის შექმნა და პუბლიკაცია (Instagram, TikTok, Facebook), ვიდეოსთვის ტექსტების, სცენარების წერა, ფოტო და ვიდეო გადაღება;

- ვიდეომასალის მონტაჟი, ფოტოების დამუშავება და პუბლიკაციისთვის მიმზიდველი ვიზუალური კონტენტის შექმნა, სარეკლამო ბანერების შექმნა;

- ახალი ფორმატების შემუშავება აუდიტორიის მოსაზიდად, ასევე, უკვე არსებული აუდიტორიის აქტივობის და კონვერსიის გაზრდა;


მოთხოვნები:

- ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. უაქცენტო გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;

- ვიზუალური ფოტო და ვიდეო-რედაქტორების ცოდნა, გასაყიდი და საიმიჯო ტექსტების გამართულად წერის უნარი;

- მობილური ტელეფონით ფოტო და ვიდეოგადაღება;

- ბიუთი-სფეროში მუშაობით დაინტერესება. ესთეტიკის, ვიზუალური სტილის მაღალი დონე, ტრენდების და მოდური ტენდენციების ცოდნა;

- ბიუთი-სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

- ოფისში მუშაობა/ჰიბრიდული, ასევე, ფილიალებში გასვლა გადაღებების ჩასატარებლად, სრული ჩართულობა;

- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე / ჰიბრიდული

- ხელფასი: 1400-2000 ლარი (საბოლოო ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ);

- მუშაობა მეგობრულ მრავალეროვნულ გუნდთან ერთად, განვითარებად კომპანიაში.



მისამართი: ყაზბეგის გამზ., 43. მეტრო დელისთან 100 მეტრში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ტესტური დავალება. დიდი მადლობა! ❤️
ზოგადი ინფორმაცია
 
ცოდნა და უნარები
 
გთხოვთ, შემდეგ 4 კითხვაზე პასუხები დაწეროთ კითხვის შესაბამის ენაზე.
ასევე აღნიშნული ტესტური დავალების შევსების გარდა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და CV ჩვენს ფოსტაზე: [email protected]

ჩვენ გელოდებით აქ

ტელეფონი: +995 514 64 64 64

თუ ხაზი დაკავებულია, გთხოვთ გადმორეკოთ.

მისამართი: თბილისი, საბურთალო, ყაზბეგის გამზ. 43

ჩვენი კარი ღიაა ყოველდღე 10:00 საათიდან 21:00 საათამდე